პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს , რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორია და პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს. მან სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სისტემა არსებითად გადალაგდა.

ირაკლი კობახიძე: მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს , რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა
იმედინიუსი

სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ეკონომიკის, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა.

„მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით. პროდუქტიულობის გაზრდა და ზოგადად, ამ მიმართულებით რეფორმების გატარება, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობა, არის საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაძლევა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას მომავალშიც წარვუდგენთ ახალ ინიციატივებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებითად გადალაგდა სისტემა.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს. ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა და გადალაგდა პროცესები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ინფრასტრუქტურა მომავალში მაქსიმალურად ხარისხიანად და ეფექტიანად განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობა სამთავრობო გუნდს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ამ მიმართულებითაც იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და არსებითად გადალაგდა სისტემა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგს, ეკონომიკის გაძლიერებისთვის პირობებს ქმნის ხელისუფლება, თუმცა ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები