ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურია

მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, რის მიზეზადაც სკოლის ავარიული მდგომარეობა დასახელდა. სკოლის დირექტორის, ნინო ჩეკურიშვილის თქმით, ეს მინისტრის გადაწყვეტილებაა. მშობლები და ადგილობრივები შენობის ავარიულობის დამადასტურებელ დასკვნას ითხოვენ და ეჭვობენ, რომ სკოლის დანგრევა კერძო პირის ინტერესში შედის.

მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურია
მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურიაTV პირველი

მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - სკოლის დირექტორი სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებას განათლების სამინისტროს აკისრებს.

როგორც მშობლებს განუმარტეს, სასწავლო პროცესის შეწყვეტისამიზეზად სკოლის ავარიული მდგომარეობა დაუსახელეს.

სკოლის ავარიული მდგომარეობის შესახებ დასკვნა არ უნახავთ არც სკოლის დირექტორს და არც ადგილობრივებს. სკოლის მოსწავლეების მშობლები დღეს სასწავლო დაწესებულებაში მოვიდნენ და შენობის ავარიულობის დამადასტურებელი დასკვნის გადაცემა მოითხოვეს.

ეხლა არის დაკეტილი, იმიტომ რომ ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება, მარტო ჩვენ სკოლაში არა, ზოგადად. " - თქვა სკოლის დირექტორმა, ნინო ჩეკურიშვილმა მშობლების კითხვების საპასუხოდ.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სკოლის დანგრევა კერძო პირის ინტერესში შედის.

მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს დაგვიკეტეს კარები. ახალი დაწყებული სკოლაა, ახალი გაკეთებული სკოლაა. არაფერი ამას სარემონტო არა აქვს. - ადგილობრივი მოსახლე.

მისაქციელის საჯარო სკოლის დახურვის შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გახდა ცნობილი. იგივე მოხდა აქ არსებული საბავშვო ბაღის შემთხვევაშიც.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებთან შესახვედრად ხუნდაძე და ექსპერტები ჩავიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები