21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრისთვის დაიბარეს
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრისთვის დაიბარეს, სადაც მათ მინისტრის მოადგილე შეხვდება. სკოლასთან მშობლების აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც შენობის ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დღეს შეხვედრისთვის დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მათ სამინისტროში მინისტრის მოადგილე შეხვდებათ.
ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით გუშინ სასწავლო პროცესი გაჩერდა, მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალია21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დაიბარეს
- TV პირველი21-ე სკოლის მშობლები: სამინისტრო დაგვპირდა, რომ სკოლის ერთ შენობაში გადასაყვანად შესაბამის სივრცეს მოიძიებს
- ალია21-ე სკოლის მშობლები: სამინისტრო დაგვპირდა, რომ სკოლის ერთ შენობაში გადასაყვანად შესაბამის სივრცეს მოიძიებს
- TV პირველი"არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…