ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებთან შესახვედრად ხუნდაძე და ექსპერტები ჩავიდნენ

მისაქციელის სკოლის ავარიულობასთან დაკავშირებით სკოლასთან პროტესტი მიმდინარეობს. ადგილზე მშობლებთან შესახვედრად ინფრასტრუქტურის მინისტრი, მიქანაძის მოადგილე და ექსპერტები ჩავიდნენ. მშობლები აპროტესტებენ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას და ექსპერტების დასკვნის არარსებობაზე საუბრობენ.

პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებთან შესახვედრად ხუნდაძე და ექსპერტები ჩავიდნენ
პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებთან შესახვედრად ხუნდაძე და ექსპერტები ჩავიდნენTV პირველი

პროტესტი მისაქციელის სკოლასთან - მშობლებთან შესახვედრად ხუნდაძე და ექსპერტები ჩავიდნენ.

შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრი და მიქანაძის მოადგილეც იმყოფებიან. ახლა მათ უნდა დაუსაბუთონ სკოლის დირექციას და მოსახლეობასაც, რომ ექსპერტები არ ცდებიან, როცა ამბობენ რომ სოფლის ერთადერთი სკოლა ავარიულია და მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

პარალელურად კი შენობის გარეთ სოფლის მოსახლოებაა შეკრებილი. როგორც მშობელბი ამბობენ, ისინი არ აპირებენ დისტანციუ სწავლებას დათანხმდნენ, რადგან მათთვის

არანაირი დასკვნა არ აქვთ, ასე ვიღაცის ხუშტურებზე უნდა ვიაროთ. გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე სკოლა დისტანციურზე დასვან. ონლაინზე მე-11 და მე-12 კლასის მშობლები არ დავთანხმდებით, ახლა სჭირდებათ მაგათ სწავლა და განათლება წესიერად, რომ სტუდენტები გახდნენ. მე მინისტრსაც ვკითხავ მაგას აუცილებლად. თუ არ უნდათ, რომ სტუდენტები ჰყავდეთ მომავალ წელს, გვითხრან პირდაპირ, რომ არ გვჭირდება თქვენი განათლებული შვილები და რაც გინდათ, ის გიქნიათ, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პასუხები ექნებათ მშობლებს სამინსიტროს წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები