პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დაიბარეს

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ავარიულობის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესის საკითხზე მშობლები განათლების სამინისტროში დაიბარეს, სადაც მათ მინისტრის მოადგილე შეხვდება. გუშინ სკოლასთან მშობელთა აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს შეტყობინება 18 სექტემბრიდან სწავლის შეჩერების შესახებ, ხოლო დირექტორი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.

21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დაიბარეს
ალია

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დღეს შეხვედრისთვის დაიბარეს.

მათ სამინისტროში მინისტრის მოადგილე შეხვდებათ.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით გუშინ სასწავლო პროცესი გაჩერდა, მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრისთვის დაიბარეს
  2. TV პირველიოპოზიციური21-ე სკოლის მშობლები: სამინისტრო დაგვპირდა, რომ სკოლის ერთ შენობაში გადასაყვანად შესაბამის სივრცეს მოიძიებს
  3. ალიაოპოზიციური21-ე სკოლის მშობლები: სამინისტრო დაგვპირდა, რომ სკოლის ერთ შენობაში გადასაყვანად შესაბამის სივრცეს მოიძიებს
  4. TV პირველიოპოზიციური"არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
21-ე საჯარო სკოლის მშობლებმა განათლების სამინისტრო დატოვეს - დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები