პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქართული კინოს მორიგი საერთაშორისო წარმატება - ორი ქართველი რეჟისორის ფილმმა კინოფესტივალებზე ჯილდოები მოიპოვა

ქართველი რეჟისორების, მამუკა ტყეშელაშვილისა და რევაზ ნასიძის ფილმებმა დიდ ბრიტანეთსა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოები მოიპოვა.

ქართული კინოს მორიგი საერთაშორისო წარმატება - ორი ქართველი რეჟისორის ფილმმა კინოფესტივალებზე ჯილდოები მოიპოვა
რუსთავი 2

ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას განაგრძობს - ამჯერად ორი ქართველი რეჟისორის ფილმმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა.

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი". სოხუმის თემაზე შექმნილმა ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.

ბულგარეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ "სინელიბრის" მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ლიტერატურული ადაპტაციისთვის რეჟისორ რევაზ ნასიძის ფილმს "ტრაგედია უგმიროთ" გადაეცა. ფილმი ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მინიატურის ეკრანიზაციაა.

ორივე ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს რეჟისორებს, მამუკა ტყეშელაშვილსა და რევაზ ნასიძეს, აგრეთვე ფილმების შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!", - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები