პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს

მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციურმა ფილმმა მანჩესტერის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ხოლო რევაზ ნასიძის ფილმმა ბულგარეთში „სინელიბრის“ მთავარი ჯილდო მოიპოვა.

ქართველი რეჟისორების ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს
იმედინიუსი

ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ წარმატებას აღწევს - ამჯერად ორი ქართველი რეჟისორის ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს.

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“. სოხუმის თემაზე შექმნილმა კინოსურათმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.

ბულგარეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ „სინელიბრის“ მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ლიტერატურული ადაპტაციისთვის რეჟისორ რევაზ ნასიძის ფილმს „ტრაგედია უგმიროთ“ გადაეცა. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მინიატურის ეკრანიზაციაა.

ორივე ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატება - მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა DOK Leipzig-ზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები