ონლაინ სანოტარო მომსახურება - ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა და რატომ მიიჩნევა ეს პროცესი მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბინადრობის მოწმობის მქონე პირებსა და უცხოელებსაც შეუძლიათ, აცხადებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით იმნაძე.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.
დავით იმნაძის თქმით, ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, მინდობილობის გაფორმების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ბიუროკრატიული ბარიერებისგან და მოქალაქისგან მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.
"კიდევ მეტი უსაფრთხოებისთვის და გარანტიის მიზნით, სანოტარო პროცესს ესწრება ორი ქმედუნარიანი პირი. ეს ორი პირი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ერთი არის თავად მინდობილობის გამცემი პირის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მეორე - მოწმე", - ამის შესახებ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით იმნაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაგანცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე: განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია
დავით იმნაძე: ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…