პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - მოსადმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანს დონალდ ტრამპის დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს

Israel Hayom-ის ცნობით, მოსადმა CIA გააფრთხილა, რომ ირანს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების დრონებით ლიკვიდაციის გეგმები აქვს. გამოცემის თანახმად, ამ საფრთხემ თეირანთან მოლაპარაკებებში ტრამპის პოზიციის შეცვლა განაპირობა.

მედია - მოსადმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანს დონალდ ტრამპის დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს
ინტერპრესნიუსი

ისრაელის დაზვერვამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გააფრთხილა, რომ ირანს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირების დრონების გამოყენებით ლიკვიდაციის გეგმები აქვს, - ინფორმაციას Israel Hayom-ი ავრცელებს.

ისრაელისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ეს საფრთხეები იმ მთავარ ფაქტორებს შორისაა, რამაც თეირანთან მოლაპარაკებების საკითხში ტრამპის მიდგომის ცვლილება განაპირობა.

მაღალი თანამდებობის პირების განცხადებით, ისრაელმა ეს სადაზვერვო ინფორმაცია ამერიკული მხარის თხოვნით დაადასტურა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა მოსადს ინფორმაციის გადამოწმება სთხოვეს. მოსადის დირექტორი რომან გოფმანი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც, სხვებთან ერთად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკელებისთვის უკვე ცნობილი იყო ირანისგან მომდინარე საფრთხის შესახებ, რომელიც ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების სიცოცხლეს ეხებოდა, განსაკუთრებით ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, რომელიც ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის საწყის ეტაპზე განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია კონკრეტულ და ბოლო პერიოდში არსებულ საფრთხეებს ეხება, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებით შესაძლო თავდასხმებს.

გამოცემა წერს, რომ ამ საფრთხეების გამო, იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც საფრთხის ქვეშ მყოფებად მიიჩნევიან, მკვეთრად შეზღუდეს ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებში საჯარო მონაწილეობა, ხოლო რამდენიმე მათგანი საცხოვრებელი სახლებიდან დროებით უსაფრთხო ობიექტებზე გადაიყვანეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები