პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს - ის, რაც დღეს ხდება, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომლითაც არაფერი გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი

ვატო ყიფიანისა და სხვა ბრალდებულების ადვოკატ მარიკა ფხალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დავით ფეიქრიშვილზე ციხეში განხორციელებულ ძალადობას უარყოფენ და მომხდარს ფეიქრიშვილების დადგმულ „ახალ სცენარს“ უწოდებენ.

ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს - ის, რაც დღეს ხდება, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომლითაც არაფერი გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი
ინტერპრესნიუსი

მოსამართლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონო იყო, - ასე გამოეხმაურა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტების, ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

ფხალაძის თქმით, პატიმრობის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.

„აღკვეთის ღონისძიების მიზნები ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია, რადგან ხუთივე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, ყველას პატიმრობა აქვს შეფარდებული, პავლე გოცირიძეს კი, 9-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი სასჯელი.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მათ გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწვდიათ, სასამართლოს თავიანთი პოზიციის შესახებ ინფორმაციას თავად მიაწვდიან.

ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ერთ რამეს შევახსენებ საზოგადოებას. გახსოვთ ალბათ, მათი [ფეიქრიშვილების] გამოგზავნილი წერილები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც გარედან შველას ითხოვდნენ, რომ ორი ძმიდან ერთ-ერთი მაინც გარეთ გამოსულიყო. ვთვლი, რომ ის, რაც დღეს ხდება, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომლითაც არაფერი გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი",- განაცხადა ფხალაძემ.

მისი თქმით, ფეიქრიშვილებსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ერთმანეთთან წარსულში უთანხმოება არ ჰქონიათ.

კითხვაზე, თუ რა სამართლებრივი სტატუსი აქვს ვატო ყიფიანს იმ საქმეში, რომელშიც მას ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთას ედავებოდნენ, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ამ საქმეზე ვატო ყიფიანი გამართლებულია და საქმე გამამართლებელი განაჩენით დასრულდა. დაზარალებულად იყვნენ ცნობილი ფეიქრიშვილები, მათ საქმის მასალები იცოდნენ. მათ თავის დროზე, საგამოძიებო ორგანოებს განუცხადეს, რომ საფუძველი და ეჭვი იმისა, რომ ეფიქრათ რომ ყიფიანს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მათი მკვლელობის მომზადების დაგეგმვაში, არ ჰქონდათ. წყენა არ ყოფილა, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის ფეიქრიშვილის დადგმული მორიგი სცენარი",- განაცხადა ფხალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივატო ყიფიანის ადვოკატი - წარდგენილი ბრალი დავით ფეიქრიშვილის მიერ დადგმული სცენაა და საჭიროებიდან გამომდინარე იცვლება, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა - რაც შეეხება პატარიძესთან ნათესაობას, ცალსახად უარვყოფთ
  2. TV პირველიოპოზიციური"გიორგი პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, ბრალი ფანტასტიკის ჟანრიდანაა" - ვატო ყიფიანის ადვოკატი
  3. TV პირველიოპოზიციურიყიფიანის ადვოკატი: გახსოვთ ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან, შველას რომ ითხოვდნენ, არ გამოუვიდათ და ახლა, ახალი სცენარი დაიწერა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატი დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე: არც ერთი მათგანი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები