"გიორგი პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, ბრალი ფანტასტიკის ჟანრიდანაა" - ვატო ყიფიანის ადვოკატი
ვატო ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე წარდგენილ ბრალს „ფანტასტიკის ჟანრს“ უწოდებს და პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორთან კომუნიკაციას უარყოფს. პროკურატურის ცნობით, პატიმრებმა ფეიქრიშვილს ჯგუფურად სცემეს და მრავლობითი მოტეხილობები მიაყენეს.
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - ვატო ყიფიანის ადვოკატი ახალ ბრალს ფანტასტიკის ჟანრს და დავით ფეიქრიშვილის მიერ დადგმულ სცენას უწოდებს.
უფლებადამცველი მარიკა ფხალაძე ამბობს, რომ მისიდ აცვის ქვეშ მყოფები განმარტებას, სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ.
ადვოკატი პროკურატურის ვერსიას, რომ ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით კონკრეტული პატიმრები დავით ფეიქრიშვილს საკანში შეუსახელს, კეტეგორიულად უარყოფს.
"გიორგი პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ" - ამბობს ვატო ყიფიანის ადვოკატი.
ბრალი, რაც წარდგენილია, არის დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი, დადგმული სცენა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ.
პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, მაგრამ დეტალების განხილვაში ვერ შევალთ. თვითონ გააკეთეს კომენტარი იმ ნაწილში და იმ ფარგლებში, რაც მათი ინტერესებისთვის შედიოდა და სჭირდებოდათ; დაცვის მხარეს გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უნდა გავჩუმდეთ, კი ბატონო, ამ ეტაპზე ჩუმად ვართ. დანარჩენს მოისმენთ და დარწმუნებით, რომ ყველაფერი ფეიქრიშვილის სცენარზეა აგებული“,- განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიავატო ყიფიანის ადვოკატი - წარდგენილი ბრალი დავით ფეიქრიშვილის მიერ დადგმული სცენაა და საჭიროებიდან გამომდინარე იცვლება, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა - რაც შეეხება პატარიძესთან ნათესაობას, ცალსახად უარვყოფთ
ყიფიანის ადვოკატი: გახსოვთ ფეიქრიშვილების წერილები ციხიდან, შველას რომ ითხოვდნენ, არ გამოუვიდათ და ახლა, ახალი სცენარი დაიწერა
ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს - ის, რაც დღეს ხდება, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომლითაც არაფერი გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…