"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ხვიჩა კვარაცხელიამ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უმარ ნურმაგომედოვის გარემოცვის თავდასხმის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ განცხადების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვმა კვარაცხელიას „ინსტაგრამზე“ გამოწერა გაუუქმა.

უმარ ნურმაგომედოვის და მისი გარემოცვის თავდასხმის შემდეგ, პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მერაბ! საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგრვას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
ამის შემდეგ UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კვარაცხელიას „ინსტაგრამზე“ გამოწერა გაუუქმა. თავად ხაბიბს მის ბიძაშვილსა და დვალიშვილს შორის მომხდარ ჩხუბზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…