ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა IAEA-ს სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლებს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვის ქართული გამოცდილება გაუზიარეს.

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამა მოიცავდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და უსაფრთხოების სფეროს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის - გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების გადაფუთვის ტექნოლოგიებს, ნარჩენების განთავსების ობიექტების დახურვის დაგეგმვასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და დახურვის ღონისძიებებს, უსაფრთხოების ანგარიშების მომზადებასა და მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე დახურვის შემდგომი მონიტორინგისა და გარემოს გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასების სისტემებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, ობიექტების დეკომისიისა და გარემოს აღდგენის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს IAEA-ს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…