პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და IAEA-ს ერთობლივი ეროვნული პროექტის ფარგლებში რადიოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორიული შესაძლებლობები შეფასდა

IAEA-სა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოში რადიოლოგიური მონიტორინგის შესაძლებლობები შეფასდა. გერმანელი ექსპერტის, პატრიკ ვოიდის მიერ მომზადებული დასკვნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარედგინება.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და IAEA-ს ერთობლივი ეროვნული პროექტის ფარგლებში რადიოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორიული შესაძლებლობები შეფასდა
რუსთავი 2

გარემოში რადიოლოგიური მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი ლაბორატორიის შექმნის საჭიროებისა და მიზანშეწონილობის შესაფასებლად ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს გერმანელი ექსპერტი პატრიკ ვოიდი ეწვია.

ვიზიტის დროს გერმანელმა ექსპერტმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული უწყებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ლაბორატორიები. მათ ადგილზე შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ლაბორატორიის, ასევე საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური შესაძლებლობები, არსებული ინფრასტრუქტურა და კვლევითი მიმართულებები.

ექსპერტული მისია განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ეროვნული პროექტის ("რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაძლიერება") ფარგლებში. აღნიშნული აქტივობა მიმდინარე წელს, IAEA-ს გენერალური კონფერენციის დროს, ქართულ მხარესთან კოორდინაციით დაიგეგმა.

ვიზიტის შედეგად მიღებული შეფასებები ხელს შეუწყობს გარემოში მაიონებელი გამოსხივების კვლევის მიმართულებით არსებული საჭიროებების განსაზღვრას, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების დაგეგმვასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას.

მომზადებული დასკვნა წარედგინება IAEA-ს, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი ნაბიჯები და დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში MEDAS-ს მისიის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები