პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის თხოვნით გაიმართა შეხვედრა, ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გაეროს მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის შეხვედრა თავად გუტერეშის თხოვნით გაიმართა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის თხოვნით გაიმართა შეხვედრა, ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გაეროს მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის
რუსთავი 2

მიხეილ ყაველაშვილის ანტალიაში ვიზიტი გრძელდება. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო და საქართველოსა და გაეროს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, აუდიენცია თავად გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით შედგა.

მისივე თქმით, ანტონიო გუტერეშმა მადლიერება გამოხატა ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის გამო, ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეების დაძლევის კუთხით ქვეყნის მიერ გაწეულ სამუშაოს და პრეზიდენტსა და საქართველოს გაეროსთან სამომავლო პარტნიორობაში წარმატებები უსურვა.

"გაეროს გენერალური მდივნის თხოვნით გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის. შეხვედრის დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის გაეროს მუშაობაში, ხაზი გაუსვა საქართველოს მუშაობას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეების დაძლევის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებები უსურვა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე ჩვენ ქვეყანას მომავალში გაეროსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანტალიაში მიმდინარე გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები