პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ ყაზახური საფეხბურთო კლუბი „ჟენისი“ ჩაიბარა, სადაც ის 2025 წლის ივნისიდან დეკემბრამდე უკვე მუშაობდა. დემჩენკოს თქმით, გუნდს მომავალი სეზონისთვის მაღალი მიზნები აქვს.

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
სპორტალი

ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა 50 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ ახალი სამუშაო ადგილი იშოვნა. მან ყაზახური "ჟენისი" ჩაიბარა, სადაც 2025 წლის ივნისიდან ამავე წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

ამ პერიოდში ყაზახურმა გუნდმა 17 შეხვედრაში თავი 8 გამარჯვებას, 6 ფრესა და 3 მარცხს მოუყარა. გასული სეზონი "ჟენისმა", რომლის შემადგენლობაშიც ზურაბ თევზაძე და ლუკა იმნაძე ირიცხებიან, ჩემპიონატი 36 ქულით მე-8 პოზიციაზე დაასრულა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

"ამ გუნდში დაბრუნება ძალიან მიხარია. მომავალ სეზონში მაღალი მიზნები გვაქვს და იმედია, წარმატების მიღწევას ერთად შევძლებთ", - თქვა უკრაინელმა წარდგენის შემდეგ.

შეხსენებისთვის, დემჩენკოს საქართველოში გორის "დილა", ბათუმის "დინამო" და "იბერია 1999" გაუწვრთნია. ის ბოლოს ამ უკანასკნელში მუშაობდა და ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გაიყვანა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
იშვიათი ბარტონელას ინფექცია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში: მკურნალობის თანამედროვე მიდგომებიწაიკითხე

უახლესი ამბები