პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდის ინვესტიცია იგეგმება, რადგან ქვეყანა რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც ევროპას აღმოსავლეთთან აკავშირებს.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, დაგეგმილი გვაქვს შვიდი მილიარდის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
პირველი არხი

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, შვიდი მილიარდის ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.

„ამ კუთხით საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას აღმოსავლეთის სივრცესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთისგან არის იზოლირებული, არის მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასია – და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით წარმოებს ეს პროცესი – რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს სივრცედ, რომლის გავლითაც მას შეუძლია, განავითაროს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთის სივრცესთან. საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენი გავლით მიეწოდება ევროპას როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ნავთობი და ამ კუთხითაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში. მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ანაკლიის პორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისთვის დაკავშირებადობის კუთხით. რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და, მგონი, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და მომავალში რამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს საქართველოს როლი ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლებში, 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადებას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
  3. POSTVსამთავრობოპრემიერი: „ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ძლიერი კავშირების შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები