პრემიერი: „ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის“
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდის ინვესტიცია იგეგმება. მისი თქმით, საქართველო ევროპისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ რჩება.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.
„ამ კუთხით საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას აღმოსავლეთის სივრცესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთისგან არის იზოლირებული, არის მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასია და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით წარმოებს ეს პროცესი, რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს სივრცედ, რომლის გავლითაც მას შეუძლია განავითაროს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთის სივრცესთან.
საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენი გავლით მიეწოდება ევროპას, როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ნავთობი და ამ კუთხითაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში. მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ანაკლიის პორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისთვის დაკავშირებადობის კუთხით. რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მგონი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და მომავალში რამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს საქართველოს როლი ევროპისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
პრემიერი: გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლებში, 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადებას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…