პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ონიანი - როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების დინამიკა წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება

საქართველოს პროკურატურა

საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი აცხადებს, რომ როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების გამოძიებით პროკურატურა წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვას და ბრძანების გამცემთა პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

თამარ ონიანი - როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების დინამიკა წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება
ინტერპრესნიუსი

გურამ როგავას, ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების გამოძიების დინამიკა არის წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, მისი ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის სწორედ იქ გაწყვეტის მცდელობა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება , - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს.

საიას თავმჯდომარის შეფასებით,პროკურატურა არ აღასრულებს მართლმსაჯულებას, არამედ ქმნის მის ფასადს, რომელიც, მათ შორის, მომხდარის დაფარვის საშუალებაა.

"როდესაც პროკურატურა სისტემური წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უფლებამოსილების გადამეტების ან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ცალკეულ ეპიზოდებად წარმოაჩენს;

როდესაც ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილ (მინიმუმ) 167 ადამიანს შორის მხოლოდ სამი პირის საქმეზე სჯის შემსრულებლებს, ხოლო მინიმუმ 164 პირი კვლავ ელოდება მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას;

როდესაც ამ ძალადობას წარმოაჩენს ქუჩაში მომხდარ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ შემთხვევებად და არა აქციების დარბევის პოლიტიკისა და საპოლიციო სტრატეგიის ნაწილად; უფრო ზუსტად - ორგანიზებულ ძალადობად, რომლის მასშტაბი და კოორდინირებული ხასიათი ვერ აიხსნება ცალკეული შემსრულებლების თვითნებობით;

როდესაც გამოძიების მიღმა ტოვებს მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს ოპერაციები დაგეგმა, ბრძანებები გასცა, მათ აღსრულებას ხელმძღვანელობდა ან ძალადობას მფარველობდა;

პროკურატურა არ აღასრულებს მართლმსაჯულებას. ქმნის მის ფასადს, რომელიც, მათ შორის, მომხდარის დაფარვის საშუალებაა.

სწორედ ამას ვდავობთ წამების იმ საქმეებში, რომლებიც საიამ 2024 წლის აქციების კონტექსტში გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.

ეს ფასადი დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირდება და პასუხისმგებლობის საკითხს ვერ დახურავს იქ, სადაც მართლმსაჯულების მიღწევის რეალური პერსპექტივა არსებობს. და ამ სამართალს, ადრე თუ გვიან, მიაღწევენ დაზარალებულები და უფლებადამცველები.

P.S. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია განაჩენების შესახებ, რამდენადაც ვნახე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმეებს ეხება. ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე კი ჯერ დასაზუსტებელია, გამოტანილია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სამივე მათგანთან მიმართებით ეს პროცესი ერთიანად დაიწყო", - წერს ონიანი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები