ირაკლი კობახიძე – ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც ჯანსაღად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობებს, იმედი გვაქვს, ეს აისახება ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპაში არაერთი ლიდერია, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებს ჯანსაღად უყურებს, და იმედოვნებს, რომ ეს საბოლოოდ ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე აისახება.

ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.
„ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური ლიდერი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ევროპის საერთო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მოვლენების განვითარებას სწორი და უკეთესი მიმართულებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…