პოლიციის ცნობით, ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა
ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი კი დაიჭრა; თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

ვაშინგტონის პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი კი დაიჭრა.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, თუმცა დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.
„ადგილზე ოთხი დაჭრილი პირი ვიპოვეთ და კლინიკაში გადავიყვანეთ, ერთი ადამიანი კი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა“, - განაცხადა ვაშინგტონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემასრულებელმა, ჯეფ კეროლმა.
ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს ხუთშაბათს დილით, ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი სროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…