პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დღევანდელ მსოფლიოში, სადაც არაერთი ცეცხლოვანი კერა და მძაფრი საომარი კონფლიქტი მძვინვარებს, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია ხელისუფლების სწრაფვა უწყვეტი მშვიდობისკენ" - კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

კობა კობალაძის განცხადებით, ხელისუფლების ყველა შტოსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ვეტერანთა ასლარიანი დახმარება გაიზარდოს. მან ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების სწრაფვას უწყვეტი მშვიდობისკენ.

"ვეტერანების საზოგადოებაში რეინტეგრაცია, მათი გამოცდილების, ინტელექტუალური და პროფესიონალიზმის და პოტენციალის სწორად გამოყენება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე" - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

კობა კობალაძის განცხადებით, ხელისუფლების ყველა შტოსთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ვეტერანების დახმარება გაიზარდოს.

"დღევანდელ მსოფლიოში, სადაც არაერთი ცეცხლოვანი კერა და მძაფრი საომარი კონფლიქტი მძვინვარებს, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია ხელისუფლების სწრაფვა უწყვეტი მშვიდობისკენ, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ, რაც შესაძლებლობას აძლევს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომ ხელისუფლებასთან, სახელმწიფო სამსახურთან, სამთავრობო ინსტიტუციებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელოს სამსახურის ბენეფიციართა წინაშე სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. ვეტერანების საზოგადოებაში რეინტეგრაცია, მათი გამოცდილების, ინტელექტუალური და პროფესიონალიზმის და პოტენციალის სწორად გამოყენება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე. ხელისუფლების ყველა შტოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა გაიზარდოს ვეტერანების ასლარიანი დახმარება. მადლობა, რომ ღირსებით და მოთმინებით აიტანეთ უდიდესი ტკივილი და დღესაც მტკიცედ დგახართ თავისუფლებისა და უკეთესი მომავლის სადარაჯოზე." - განაცხადა კობა კობალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები