პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საწვავმა გაიაფება დაიწყო - დიზელსა და ბენზინზე ფასი 5 თეთრის ფარგლებში შემცირდა

ივლისის შემდეგ პირველად, საქართველოში საწვავის ქსელების ნაწილში დიზელსა და ბენზინზე ფასები დაახლოებით 5 თეთრით შემცირდა.

საწვავმა გაიაფება დაიწყო - დიზელსა და ბენზინზე ფასი 5 თეთრის ფარგლებში შემცირდა
BM.GE

ივლისის შემდეგ, პირველად საქართველოში საწვავის ქსელების ნაწილში დიზელსა და ბენზინზე ფასების შემცირება დაიწყო. 12 ნოემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა გასამართ სადგურზე სუპერის მარკის ბენზინზე კლება 5 თეთრის შუალედშია, რის შედეგადაც ფასები 4.30-4.65 ლარის ფარგლებში მერყეობს, ნაცვლად 4.35-4.68 ლარისა.

ასევე, ცალკეულმა ქსელებმა პრემიუმის მარკის საწვავზე ფასები 5 თეთრის ფარგლებში შეამცირეს, რის შედეგადაც ფასები 4.10-4.39 ლარის ფარგლებში მერყეობს; რეგულარის მარკის საწვავზე ფასები ასევე 5 თეთრით შემცირდა და ფასები ახლა 3.90-4.08 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება დიზელსა და ევრო დიზელს, აქ ფასები ასევე 5 თეთრის შუალედში შემცირდა და ამჟამად, ერთი ლიტრის ღირებულება 4.60-4.85 ლარის ფარგლებშია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები შემცირების ტენდენციას აჩვენებს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"სუპერი" 10 თეთრით გაიაფდა, სხვა ყველა ტიპის საწვავის ფასი კი 5 თეთრით შემცირდა"პორტალი"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები