ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში ნავთობ-იმპორტიორებმა საწვავის ფასი კიდევ 6-10 თეთრით გაზარდეს, რის გამოც ევრორეგულარის ფასმა ზოგ სადგურზე 4 ლარს გადააჭარბა.

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს
საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებსBM.GE

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ზრდის ფონზე, საქართველოში ნავთობ-იმპორტიორებმა დღეს ფასი დამატებით გაზარდეს.

უკანასკნელ დღეებში ფასები საშუალოდ 6-10 თეთრით დაკორექტირდა და ევრორეგულარის ფასმა 3.95-4.08 ლარს მიაღწია; პრემიუმის ღირებულება 4.25-4.32 ლარამდე გაიზარდა; სუპერის მარკის საწვავი 4.40-4.60 ლარამდე გაიზარდა; დიზელის კატეგორიის საწვავზე კი ფასი 4.93-5.07 ლარის ფარგლებში გაიზარდა. ხოლო ბოლო თვენახევარში კი ქვეყანაში საწვავის ფასების კორექტირება 25-56 თეთრის ფარგლებშია.

გარდა საცალო მომხმარებლებისა, საწვავის ფასები გაიზარდა მთავრობისთვისაც, რომლისთვისაც ფასების გადათვლა ყოველთვიურად ხორციელდება. ოქტომბრიდან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მთავრობისთვის ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი 41 თეთრით 3.60 ლარამდე გაიზარდა; პრემიუმის მარკის საწვავი ასევე 41 თეთრით, 3.63 ლარამდე გაიზარდა, სუპერის ფასი 42 თეთრით, 3.94 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ევროდიზელის ფასი 48 თეთრით, 4.49 ლარამდე გაიზარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე|რამდენით გაძვირდა საწვავი სექტემბერში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები