პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა

თავდაცვის სამინისტრო

წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.

სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა
იმედინიუსი

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარაკალათბურთის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პირველი ქვეითი და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შედეგად გარდამავალი თასი მეხუთე საარტილერიო ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები პირველი ქვეითი ბრიგადისა და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს გუნდებმა გადაინაწილეს.

მჯდომარე ფრენბურთის ფინალში ერთმანეთს მეოთხე ქვეითი და მეექვსე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა და წინა წლის ტურნირზე მოპოვებული ჩემპიონის ტიტული წარმატებით შეინარჩუნა. მეორე და მესამე ადგილები მეექვსე საარტილერიო და პირველი ქვეითი ბრიგადების გუნდებმა გადაინაწილეს. ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებითა და გარდამავალი თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირი გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები ძლიერთა თამაშებისთვის ემზადებიან - საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული 300 მედალი და გმირი სამხედროების გზა სპორტულ გამარჯვებებამდეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები