დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები ძლიერთა თამაშებისთვის ემზადებიან - საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული 300 მედალი და გმირი სამხედროების გზა სპორტულ გამარჯვებებამდე
დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის, მათ შორის „ძლიერთა თამაშებისთვის“, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ემზადებიან. საერთაშორისო ასპარეზზე 100-ზე მეტ ქართველ სამხედროს უკვე 300 მედალი აქვს მოპოვებული.

300 მედალი საერთაშორისო ასპარეზზე და 100-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საქართველო არაერთხელ ასახელა - ამ დიდი მიღწევების უკან განსაკუთრებული ისტორიები დგას - ჯარისკაცების, რომლებმაც სამხედრო სამსახურის დროს მძიმე დაზიანებები მიიღეს, თუმცა ახალი მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.
მათთვის სპორტი მხოლოდ შეჯიბრება არ არის. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა აღმოჩენისა და აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნების მნიშვნელოვანი გზაა.
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედროები წლებია მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის "ძლიერთა თამაშებში," სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები ასპარეზობენ.
ახალი გამოწვევებისა და მომავალი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მზადება წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ავტორი: ანი გენებაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…