ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

იანვარ-სექტემბერში ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა 13%-ით გაიზარდა და 6 მლნ 250 ათას ტონას მიაღწია, რაც ნავსადგურის ცნობით, მშრალი, საკონტეინერო, საბორნე და ნავთობშემცველი ტვირთების მატებამ განაპირობა.

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?
9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 13%-ით გაეზარდა.

საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტის ცნობით, იანვარ-სექტემბერში, ბათუმის ნავსადგური 6 მლნ 250 ათასი ტონა ტვირთს მოემსახურა. “აღნიშნული ზრდა მშრალი, საკონტეინერო, საბორნე და ნავთობშემცველი ტვირთების ბრუნვის მატებამ უზრუნველყო”, - ნათქვამია პორტის ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც გასულ კვირას ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობას ეხება.

მათი ინფორმაციით, ​ვიზიტის პერიოდში პორტში ერთდროულად სამი ტანკერი მუშავდებოდა: ორი - 4 650 ტონამდე თხევადი ნახშირწყალბადოვანი გაზისა და 85 ათას ტონამდე ნავთობის დატვირთვის რეჟიმში, ხოლო ერთი - 5 ათას ტონამდე ბენზინის ცლის რეჟიმში. ამ ოპერაციების ფარგლებში გადასატვირთი ტვირთის საერთო მოცულობა 94 650 ტონამდე აღწევს.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორი ზრდის კარგ მაჩვენებლებს აჩვენებს. მთავრობის მონაცემებით, საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 9 თვეში 15,4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, ზრდა არის 24% იყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული ზრდა მშრალი, საკონტეინერო, საბორნე და ნავთობშემცველი ტვირთების ბრუნვის მატებამ უზრუნველყო“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 24%-ით გაზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები