პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

MMA ჟურნალისტის ცნობით, აბუ დაბის ინციდენტის ყველა მონაწილე პოლიციაშია გადაყვანილი

MMA ჟურნალისტ არიელ ჰელვანის ცნობით, აბუ დაბის სასტუმროში მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე, მათ შორის მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, პოლიციაშია გადაყვანილი.

MMA ჟურნალისტის ცნობით, აბუ დაბის ინციდენტის ყველა მონაწილე პოლიციაშია გადაყვანილი
ნეტგაზეთი

MMA ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყველა ფიგურანტი, ვინც აბუ დაბიში, სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, მათ შორის მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, პოლიციაში არიან გადაყვანილები.

„ამ წუთისთვის, როგორც მითხრეს, სასტუმროში მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე კვლავ დაკავებულია ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ”, – წერს ის.

არიელ ჰელვანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და ინსაიდერი, რომელიც სპეციალიზებულია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA). ის წლების განმავლობაში მუშაობდა ESPN-სა და MMA Fighting-ში, დღეს კი ძირითადად დამოუკიდებელ პლატფორმებზე საქმიანობს. იგი ხშირად არის ხოლმე პირველწყარო UFC-ის, კულუარული ამბების შესახებ.

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში თავს დაესხნენ. იმ დროს როდესაც მერაბი სასტუმრო “ჰილტონში” ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, მას უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხა. ჩხუბის კადრებში ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილს დაეხმარა მისი ახალგაზრდა მეგობარი, საბა ლაზიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში მყისიერად გახდა პოპულარული. ის ადამიანები, რომლებიც მერაბს დაესხნენ თავს, ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წევრები არიან. ამავე გუნდის წევრმა ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ ის ინციდენტი თბილისში მომხდარი ამბის გაგრძელებაა, როცა მერაბმა მიაყენა შეურაცხყოფა მათ მეგობარს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდვალიშვილი-ნურმაგომედოვის ინციდენტზე პოლიციამ 10 პირი დააკავა - ყველანი პოლიციაში რჩებიან
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბა ლაზიშვილის მამა - საბა და მერაბიც აბუ-დაბიში დაკავებული არიან 48 საათით, საქართველოს მთავრობა ჩართულია, ჩვენები თავს იცავდნენ, პასუხი გასცეს - საბა მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, ვიცოდი, რომ კარგად ჩხუბობდა, მაგრამ ამ დონეზე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები