გია ვოლსკი – ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბორაშვილის სახით საუკეთესო კადრია შერჩეული და ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია, რადგან კადრი შიგნიდან შეირჩა. ვოლსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირი საკადრო ცვლილება ზოგადად კარგი არ არის, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება.

ბორაშვილის სახით საუკეთესო კადრია შერჩეული, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ კადრი შეირჩა არა გარედან, არამედ შიგნიდან, მის საქმიანობას შედეგი ექნება, ეს საკადრო გადაწყვეტილება პოზიტიურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გეკა გელაძემ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
„ზოგადად, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა. არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამაზე შეიძლება დაისვას. რასაკვირველია, სჯობს, ერთი ადამიანი მუშაობდეს და იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ გარკვეული ვითარება არსებობს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია“, – განაცხადა ვოლსკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიგია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიციურია
- ინტერპრესნიუსიგია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია
ციტატები სტატიიდან
„ზოგადად, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა. არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამაზე შეიძლება დაისვას. რასაკვირველია, სჯობს, ერთი ადამიანი მუშაობდეს და იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ გარკვეული ვითარება არსებობს, როდესაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…