დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება
დუშეთის მუნიციპალიტეტში გზებისა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია რეგიონული ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 1 075 000 ლარზე მეტი დაფინანსებით მიმდინარეობს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა წითელსოფელში, სადაც პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 1 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე, ეწყობა საცხოვრებელი სახლების ეზოებთან შესასვლელები და სანიაღვრეები.
ასევე მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ხორციელდება სოფელ ბაგაშიც. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 1 075 000 ლარზე მეტით ფინანსდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…