"მშიშრებით სავსე ხროვა ხართ" - ილია თოფურიას ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელები დააკავეს
ილია თოფურიას განცხადებით, მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელი უსმან ნურმაგომედოვი და მასთან ერთად მყოფი პირები დააკავეს; მან მომხდარს სირცხვილი და თავდამსხმელებს „მშიშრებით სავსე ხროვა“ უწოდა.

უსმან ნურმაგომედოვის მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ილია თოფურია გამოეხმაურა - UFC-ის ჩემპიონის ინფორმაციით, როგორც იუწყებიან, ქართველ სპორტსმენზე თავდამსხმელები უკვე დაკავებულები არიან.
ილია თოფურიამ ერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელებს მშიშრებით სავსე ხროვა და საშუალო დონის ინდივიდები უწოდა
როგორც იუწყებიან, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ.
და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ? რა სირცხვილია. მშიშრებით სავსე ხროვა ხართ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით, ახლა კი ბოლო ეჭვიც გაფანტეთ.
ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არცერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!"- წერს ილია თოფურია.
ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე ინტერვიუს აძლევდა, როცა უსმან ნურმაგომედოვი უკნიდან მიეპარა, თავდაპირველად ხელი დაარტყა, შემდეგ კი სასტუმროში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…