პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

გერმანული გამოცემა „ბილდის“ ცნობით, პარი სენ-ჟერმენი დორტმუნდის ბორუსიას მეკარის, გრეგორ კობელის დამატებით ინტერესდება. პარიზული კლუბი 28 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს მატვეი საფონოვის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
სპორტალი

„ბილდის“ ცნობით, პსჟ „დორტმუნდისა“ და შვეიცარიის ნაკრების 28 წლის მეკარით, გრეგორ კობელით (სიმაღლე 195 სმ) დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, პსჟ კობელს მატვეი საფონოვის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს და მისი გეგმების შესახებ არაერთხელ დაინტერესდა.

გასულ სეზონში კობელს „ნიუკასლმა“ კონკრეტული წინადადებით მიმართა - სეზონურ გასამრჯელოდ 13 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 3 მილიონით მეტია, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდის გამოცვლა არ ისურვა.

კობელს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გერმანული კლუბი მალე თანამშრომლობის გაგრძელებაზე დაიწყებს მოლაპარაკებას.

გრეგორი „დორტმუნდმა“ „შტუტგარტისგან“ 2021 წელს 15 მილიონ ევროდ შეიძინა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ამჟამინდელი ფასი 40 მილიონია.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები