,, თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით, როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს” – მამა შიო მეუფე იობზე
მამა შიო უბილავა მეუფე იობის კრიტიკოსებს პასუხობს და აცხადებს, რომ მეუფე „ნაცებს“ ჯერ კიდევ მაშინ ამხელდა, როცა სხვები „გოგლიმოგლს ჭამდნენ“.

მამა შიო უბილავა სოციალურ ქსელში წერს:
“ბიძინას მონები რომ იყავით ეგ ხომ აქამდე ყველამ იცოდა, მაგრამ ლოგიკისგან და რეალობისგან შორს რომ იყავით მაგისი ბოლომდე არ გვეჯერა. პეტრეს წასვლის შემდგომ როგორ შეეძლო მეუფე იობს პეტრეს ეპარქიაში ჩაბრძანებულიყო და იქ მეუფისთვის მითუმეტეს წირვა აღევლინა და ამბიონიდან შეესხა ხოტბა.
მაგრამ თქვენს უნამუსობას და ბიძინას მონობას არ აქვს ზღვარი, ეს ერთი. ახლა მეორე, სააკაშვილზე იძახდა მეუფე გამოუშვითო? მეუფემ ის თქვა, რომ იმ ადამიანის აქ ყოფნა არაფრის მომცემია საფრთხის გარდა, გაუშვით იქ, სადაც მას უნდა და იქ იყოს საქართველოს გარდაო, სააკაშვილი საქართველოს ციხესაც არ იმსახურებს იმ დონის არაკაცია, არაადამიანია და ქვეყნის მოღალატე.
კიდევ, რადგან ამ მთავრობაზე სიმართლეს ამბობ არ ნიშნავს იმას, რომ ნაცი ხარ… და არც ნაცებზე რაიმეს თქმა ნიშნავს ქოცობას. თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით, როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს და მიუთითებდა მათ არასწორ პოზიციაზე. მეუფის 1% მაინც რომ გიყვარდეთ საქართველო, მაგ ბინძურ სოროებში არ იმუშავებდით და სიმართლის მხარეს დადგებოდით.”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…