პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ხუციშვილი – ომის ვეტერანთა დახმარების მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის განკუთვნილი 100 ლარი მცირეა და ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე შეფასდება მათი დახმარების გაზრდის შესაძლებლობა.

ლაშა ხუციშვილი – ომის ვეტერანთა დახმარების მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება
პირველი არხი

ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ომის ვეტერანთა დახმარების საკითხზე განაცხადა.

„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ უკვე ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება. გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა დაახლოებით 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა, ვფიქრობ, ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშილი ომის ვეტერანთა დახმარების შესახებ: ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები