მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, COP31-ის ლიდერთა სამიტის ფარგლებში, ბრაზილიის პრეზიდენტს გაესაუბრა
ანტალიაში COP31-ის ლიდერთა სამიტზე მიხეილ ყაველაშვილი ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას გაესაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, COP31-ის ლიდერთა სამიტის ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას გაესაუბრა.
მიხეილ ყაველაშვილმა ბრაზილიელ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა მიულოცა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…