ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის შედეგად საირიგაციო მომსახურება 2 010 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავ სისტემებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შედეგად საირიგაციო მომსახურება ჯამში 2 010 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება.
"საქართველოს მელიორაცია" დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მორწყვის პირობები 1 200 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
დიმი-როკითის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის სოფლების დიმის, როკითისა და დიდველის სასოფლო-სამეურნეო მიწებს სარწყავი წყლით ამარაგებს.
მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 820 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 810 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
მუნიციპალიტეტში სარწყავი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებიც მიმდინარეობს: იწმინდება არხები და მილსადენები, წესრიგდება მოძველებული ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში კი მისი ცალკეული ნაწილები ახლით იცვლება.
მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…