პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოხუმში მიაჩნიათ, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის

ნატო

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუა აცხადებს, რომ საქართველო კვლავ ნატოს ფორპოსტად რჩება და ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მთავარ გარანტად რუსეთი რჩება.

სოხუმში მიაჩნიათ, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის
ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, მაშინ როცა საქართველო კვლავ ნატოში გაწევრიანების კურსს ინარჩუნებს, აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტად რუსეთთან სტრატეგიული კავშირი რჩება.

ამის შესახებ ლოლუამ რუსული რადიო „სპუტნიკის“ ეთერში განაცხადა, სადაც რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, უსაფრთხოების რისკებსა და რუსეთის როლზე ისაუბრა.

„საქართველო კვლავ ნატოს ფორპოსტად რჩება და ამ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას ცდილობს. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – თქვა ლოლუამ.

მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარი საყრდენი რუსეთთან სტრატეგიული კავშირია. ლოლუას მტკიცებით, სწორედ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა გამორიცხავს რეგიონში ახალი სამხედრო სცენარების განვითარებას.

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ მას გლობალური მნიშვნელობა აქვს მომავალი მსოფლიო წესრიგისთვის და პირდაპირ გავლენას ახდენს დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოებაზე.

ლოლუას შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური წრეები მოლოდინის რეჟიმში არიან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთთან დიალოგისა და ურთიერთობების ნორმალიზებას შესაძლოა ეკონომიკური სარგებელი მოჰყვეს.

„ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს დამოუკიდებლობის უფლებაზე, სახელმწიფოებრიობის უფლებაზე“, – განაცხადა მან.

ლოლუას თქმით, დე ფაქტო აფხაზეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, მოკავშირეებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში შესაძლო ცვლილებებისთვის მზადყოფნის შენარჩუნებას აგრძელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები