ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის სტეფანწმინდაში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია და სოფლებში, გარბანსა და გერგეტში, გზების მოწესრიგება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის, რუსთაველისა და თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასფალტ-ბეტონის საფარი იგება და გარე განათების სისტემა მონტაჟდება სოფელ გარბანში, სადაც ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და მოპირკეთდა ტროტუარები.
2 კილომეტრამდე სიგრძის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა სოფელ გერგეტშიც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…