ზელენსკი: უკრაინა და რუსეთი ტყვეთა გაცვლას ფორმულით „ათასი ათასზე“ ან „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ განიხილავენ
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე ტყვეთა მასშტაბურ გაცვლას ფორმულით „ათასი ათასზე“ ან „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ განიხილავენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე ცდილობენ შეთანხმებას.
„დღეს განვიხილეთ გაცვლის შესაძლებლობა. საუბარია „ათასი ათასზე“ ან, შესაძლოა, „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ - ანუ მასშტაბურ გაცვლაზე. სწორედ ამ დღის წესრიგით გაემგზავრებიან ამერიკელები რუსეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, პარალელურად, აბუ-დაბიში რუსულმა დელეგაციამ ტერიტორიების საკითხიც წამოაყენა.
„ბუნებრივია, ეს ლიდერების დონის საკითხია. ჩვენს მომლაპარაკებლებსაც ზუსტად ამის შესაბამისი მანდატი აქვთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ციტატები სტატიიდან
„დღეს განვიხილეთ გაცვლის შესაძლებლობა. საუბარია „ათასი ათასზე“ ან, შესაძლოა, „ათას ხუთასი ათას ხუთასზე“ - ანუ მასშტაბურ გაცვლაზე. სწორედ ამ დღის წესრიგით გაემგზავრებიან ამერიკელები რუსეთში“
„ბუნებრივია, ეს ლიდერების დონის საკითხია. ჩვენს მომლაპარაკებლებსაც ზუსტად ამის შესაბამისი მანდატი აქვთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…