პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გვიმრაძე – არ მაქვს ილუზია, რომ ხვალ-ზეგ შევძლებთ სრული ციკლის საწარმოო პროცესის განვითარებას, მაგრამ რაღაც პროცესებში ჩინეთისთვის მიბაძვა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

გიორგი გვიმრაძის განცხადებით, მხოლოდ დერეფნის გამტარუნარიანობაზე ჩამოკიდება შეცდომაა და ქვეყანამ ჩინეთთან პარტნიორობა საწარმოო პროცესების განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს. მისივე თქმით, ჩინეთთან დაახლოება დასავლეთის ზეწოლას შეამცირებს.

გიორგი გვიმრაძე – არ მაქვს ილუზია, რომ ხვალ-ზეგ შევძლებთ სრული ციკლის საწარმოო პროცესის განვითარებას, მაგრამ რაღაც პროცესებში ჩინეთისთვის მიბაძვა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
პირველი არხი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვაჭრობას თუ შევხედავთ, არის საკმაოდ დიდი და სამაგიეროდ, ის წილი, რომელიც შეუძლია, გაატაროს თავის ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიამ, გნებავთ, რომ ვისაუბროთ ე.წ. ტრამპის გზის შექმნა-განვითარებაზე და ა.შ., აქ ჩემი სკეპტიციზმი მაქვს, მაგრამ მაინც, თუ ვთქვათ, ისიც დაემატება ჩვენი სამხრეთ კავკასიური მაგისტრალის ხაზებს, ამის მიუხედავად, საკმაოდ მწირი იქნება მთელი მსოფლიო ვაჭრობის წილში ის მოცულობა, რომელიც შეიძლება, გავატაროთ. შესაძლოა, ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, იქნება არასწორ რამეზე გათვლა ჩვენი მხრიდან, თუ ჩვენ მხოლოდ ამ დერეფნის გამტარუნარიანობას ჩამოვეკიდებით და არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, როგორც საწარმოო პროცესების განვითარების შესაძლებლობას. არ მაქვს არანაირი ილუზია, რომ ხვალ-ზეგ შევძლებთ რაღაც სრული ციკლის საწარმოო პროცესის განვითარებას, მაგრამ რაღაც ელემენტების გადმოტანა, რომელშიც ჩვენ თვითონ ვიქნებით საკმაოდ აქტიურად ჩართული და რაღაც პროცესების მიბაძვა ამ ჩვენი ახალშეძენილი სტრატეგიული პარტნიორისთვის, არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უნდა დავაინტერესოთ ჩვენი უშუალო მეზობლები, ამ რეგიონში იყოს მშვიდობა და ამ რეგიონში გამავალი გზები არ გახდეს სამიზნე ნებისმიერი პრევენციული მოქმედებისა, რომელსაც ვადევნებთ თვალ-ყურს ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში“
„პირობითად, ავიღოთ ჩვენი ანაკლიის პორტი, სხვას არ ვიცი, ვის შეიძლება, აინტერესებდეს, გარდა ჩინელებისა? ჩინეთისთვის ეს შეიძლება, იყოს შავ ზღვაში რაღაც ინფრასტრუქტურა, რომლითაც შენ შავი ზღვის ნაწილი ხდები, ასე ვთქვათ. ჩინეთი პრეარქტიკულ სახელმწიფოდ მიიჩნევა, რადგან ჩინეთიდან რუსეთის გავლით არქტიკულ პორტებთან ურთიერთობა არის მისთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი; მაგალითად, თუ არ ვცდები, მურმანსკის პორტში აქვთ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელებული, რადგან სწორედ ეს ყოფნა და იქ ინფრასტრუქტურის ფლობა მათთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის. იგივე გლობალური დათბობიდან გამომდინარე, არქტიკული მარშრუტები საკმაოდ აქტიურად განიხილება, როგორც ალტერნატივა სხვა მარშუტებისა ევროპასთან სავაჭროდ და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ევროპასთან სავაჭროდ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ანაკლიის პორტი შესაძლოა, საინტერესო იყოს ჩინეთისთვის, შავ ზღვაში საკუთარი ინფრასტრუქტურის ფლობა. საკუთარს, ამ შემთხვევაში რომ ვამბობ, იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ტერიტორია იქნება, ან რაღაც და ა.შ., არა, რა თქმა უნდა, ის ჩვენ მფლობელობაში უნდა იყოს აუცილებლად“
„პირველი, მისი დამოკიდებულებები ცოტა განსხვავებულია, ვიდრე დასავლური პერსპექტივები და მეორე, განსხვავებით დასავლური სახელმწიფოებისგან, აგრესიული პოლიტიკისგან, რომელსაც ისინი ატარებენ ხოლმე, ის ითვალისწინებს მისი პარტნიორების ინტერესებს. ის ხვდება, რომ სამხრეთ კავკასია სხვების სივრცეა, მან იცის, რომ ეს სხვების სივრცეა, რუსეთი, თურქეთი და ირანი არის და არ აპირებს, მათთან კონფლიქტში შევიდეს და ამით პირიქით, შესაძლებლობები შეიზღუდოს; როგორც კი ის აქ თავის პოლიტიკურ ინტერესს დააფიქსირებს, ეს ნიშნავს, რომ ამათთან უნდა შევიდეს კონფლიქტში და ეს მისთვის არ არის მისაღები; ეს არ არის საინტერესო მისთვის, რადგან ამ კონფლიქტმა, რომელიც შეიძლება, თურქეთის ინტერესებთან, რუსეთის ინტერესებთან და ირანის ინტერესებთან უცებ გაჩნდეს სამხრეთ კავკასიაში, შესაძლოა, სწორედ იმ პოტენციალს დაარტყას, რომელი პოტენციალის გამოყენებაც უნდა შუა დერეფნის, ამ გზების და შესაძლებლობების გამოყენებით“
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ვინ შეამჩნია და ვინ შეაფასა კარგად? ქართულმა ოპოზიციურმა მედიამ და ოპოზიციურმა ჯგუფებმა რომ არ შეამჩნიეს, ვიცით, თითქოს არც არაფერი; ამერიკის პრეზიდენტი რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ხომ დიდი ჭყლოპინი იქნებოდა აუცილებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო ასეთი ჭყლოპინი. ჩვენ ვერც გავიგეთ, ჩამოვიდა თუ არა, საინფორმაციო ველში, ან საინფორმაციო საშუალებებში რომ არ შევსულიყავით და რომ არ გვენახა, შეიძლება, ვერც გაგვეგო, რომ ადამიანია ჩამოსული და რაღაცებზე საუბრობენ, მაგრამ სამაგიეროდ, შეამჩნია ცხინვალის რეგიონის ცენტრალურმა მედია საშუალებამ და ძალიან კარგად აღნიშნა ეს. რაც საინტერესოა, იმავე ლიბერალურმა მედიამ ეს შეამჩნია, სხვათა შორის, აი, საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეჟიმი აქებსო. მათ ჰქონდათ ასეთი სტატია გამოქვეყნებული დღეს, რომ საქართველოს ჩინეთთან დაახლოება შეამცირებს დასავლეთის ზეწოლას მასზეო, რაც აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად ვეთანხმები. საკმაოდ ისეთი კარგი აქცენტები იყო ამ სტატიაში დასმული, რომ მე გამიხარდებოდა, ქართულ მედიაში ყოფილიყო ასეთი აქცენტები გაკეთებული. ჩვენ თუ ვიქნებით იმავე რუსეთისთვის მათი საწინააღმდეგო პროექტის ნაწილი, აბსოლუტურად უნდა დავივიწყოთ ყველანაირი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რადგან როგორც კი ჩვენ გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით ანტი რუსეთი, როგორც ეს უკრაინამ გადაწყვიტა თავის დროზე, როგორც კი ეს გადავწყვიტეთ, იქ გაჩნდა ჩვენი სერიოზული პრობლემები“
„ყველაზე ბევრი პრობლემა, თუ რამე შეიძლება, გვქონდეს, იქიდან შეიძლება, გვქონდეს, ჩვენ კი ამ ყველაფერს არ მივაქციეთ არანაირი ყურადღება და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლება, ჩვენი თავისთვის დაგვეშავებინა ამდენი წლის განმავლობაში“
„სამაგიეროდ, აი, ეს მოცემულობა, რომ ჩვენ ისეთ სახელმწიფოებთან გვქონდეს ურთიერთობა, როგორიც მაგალითად ჩინეთია, რომელთანაც შესაძლებელია, არ ვაწარმოებდეთ და არ ვაგენერირებდეთ არცერთი ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ რამე პროექტს, შეიძლება, გახდეს ჩვენთვის სწორედაც რომ ამ ნეგატიური ურთიერთობების განმუხტვის შესაძლებლობა“
„რაღაც ისეთ ვითომ კვლევით ცენტრებს, როგორსაც ჩვენი დაუძინებელი მეგობრები აფინანსებენ ხოლმე“
გიორგი გვიმრაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: “ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები