პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიტანული მედია: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის 41 წლის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, კერძოდ რუსეთისთვის, დახმარების გაწევისა და დაცული ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დააკავეს.

ბრიტანული მედია: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს
იმედინიუსი

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

ლონდონის პოლიციის ცნობით, 41 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სამშაბათს აიყვანეს.

მას ბრალი ედება დაცული ინფორმაციის მოპოვება-გამჟღავნებისა და უცხოური დაზვერვისთვის დახმარების გაწევისთვის.

ტერორიზმთან ბრძოლის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სამართალდამცველები გლოსტერშირში ორ მისამართზე ჩხრეკას ატარებენ და ოფიციალურად ადასტურებენ, რომ საქმეში რუსეთი ფიგურირებს.

დაკავებული ამჟამად ლონდონის პოლიციის განყოფილების იზოლატორში იმყოფება. გამოძიებას ტერორიზმთან ბრძოლის ლონდონის სამმართველო ხელმძღვანელობს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოBBC: დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ აშშ-ის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დააკავა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო „ჯაშუშობის“ გამო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
BBC: დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ აშშ-ის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები