პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

BBC: დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ აშშ-ის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დააკავა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის მაღალი რანგის სამხედრო დააკავეს, რომელსაც მედიის ცნობით რუსეთთან დაკავშირებულ ჯაშუშობასა და უსაფრთხოების აქტის დარღვევაში ედავებიან.

BBC: დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ აშშ-ის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დააკავა
რუსთავი 2

დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. როგორც BBC წერს, 41 წლის მამაკაცს 2023 წელს მიღებული "ეროვნული უსაფრთხოების აქტის" პირველი და მესამე ნაწილის დარღვევას ედავებიან.

აღნიშნული აქტის პირველი ნაწილი ეხება დაცული ინფორმაციის მოპოვებას ან გამჟღავნებას, ხოლო მესამე - უცხოური დაზვერვის სამსახურის დახმარებას.

"დაკავებულს რუსეთთან დაკავშირებულ ჯაშუშობაში ედება ბრალი", - წერს CNN-ი.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი აცხადებს, რომ "FBI არ იქნება შემწყნარებელი არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვინც არღვევს ფიცს შეერთებული შტატების წინაშე და ვისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას".

მედიის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ამჟამად ლონდონის პოლიციის განყოფილებაში, პატიმრობაშია.

ამ წუთებში, ჩხრეკა ორ ლოკაციაზე ტარდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობობრიტანული მედია: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაკავებულს რუსეთთან დაკავშირებულ ჯაშუშობაში ედება ბრალი“
„FBI არ იქნება შემწყნარებელი არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვინც არღვევს ფიცს შეერთებული შტატების წინაშე და ვისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას“
კეშ პატელი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრიტანული მედია: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე უცხოური დაზვერვისთვის, სავარაუდოდ, რუსეთისთვის, დახმარების გაწევის ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები