პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ – ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირი ახალი წევრებისთვის, კერძოდ მონტენეგროსთვის, 15-წლიანი გამოსაცდელი ვადისა და ხმის უფლების შეჩერების მექანიზმის შემოღებას განიხილავს, რასაც კანდიდატებს ულტიმატუმად უყენებენ.

Euronews: ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ – ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ
POSTV

ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ – ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ, – წერს Euronews-ი.

გასულ თვეში ევროკომისიამ ახალი წევრებისთვის 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესება შესთავაზა. ეს მექანიზმი მიზნად ისახავს ოპერატიული რეაგირებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებსა და გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს დაარღვევენ.

ეს წინადადება ევროკავშირის ხუთი დამფუძნებელი წევრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რომლებმაც მიზნად დაისახეს, გაეთვალისწინებინათ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამოცდილება.

„როდესაც ამის შესახებ პირველად ვისაუბრე, ვთქვი: ევროკავშირში ახალი ტროას ცხენები არ უნდა იყვნენ-მეთქი. ეს ჯერ კიდევ უნგრეთის არჩევნებამდე მოხდა. დღეს კი შემიძლია ვთქვა: აღარავითარი ვიქტორ ორბანები“, – აღნიშნა ახალი ზომების წარდგენისას ჟურნალისტებთან საუბარში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

მთავარი სირთულე ისაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს ამ ინსტიტუციურ გარანტიებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვთ. მათ ან უცვლელად უნდა მიიღონ ეს პირობები, ან საერთოდ თქვან უარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ყველაზე მოწინავე კანდიდატი ქვეყნისთვის, მონტენეგროსთვის, მოლაპარაკებების პროცესზე უარის თქმა პრაქტიკულად გამორიცხულია. ქვეყანამ ბლოკში გაწევრიანებისთვის უკვე ათწლეულზე მეტია უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ფინიშის ხაზზე წევრობის პირობების შეცვლა მონტენეგროელ მაღალჩინოსნებში მწარე განცდას ტოვებს. ისინი ცდილობენ, ზომები ღიად არ გააკრიტიკონ, რათა პროცესს საფრთხე არ შეუქმნან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოEuronews: ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ - ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი – ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, ევროკავშირი იყოს ბრიუსელიდან პირდაპირი წესით მართვადი ორგანიზაცია, ახალ წევრს თავიდანვე შეზღუდული ჰქონდეს განსხვავებული აზრის უფლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები