რევაზ კარანაძე-თელია – დღეს სამ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს თუ ავიღებთ, ვხედავთ, რომ ჩინეთი არ არის ჩართული არცერთ სამხედრო კონფლიქტში, ჩინეთის ორიენტირება არის ეკონომიკის, ვაჭრობის განვითარებაზე
პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე-თელია აცხადებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის აკრძალვას ემხრობა და მხარს უჭერს პრემიერის შეფასებას, რომ ჩინეთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. მისი თქმით, საქართველომ ჩინეთთან კავშირები რეალური ეკონომიკისა და წარმოების გასავითარებლად უნდა გამოიყენოს.

მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს შეფასებაში, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი მხრივ, დიპლომატიური ჟესტი, მაგრამ მეორე მხრივ, არის რეალობა, – ასე უპასუხა პოლიტეკონომისტმა, რევაზ კარანაძე-თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალური თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა, მხოლოდ დიპლომატიური გზავნილია, თუ მართლაც საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ხედვის გამოხატულება შეიძლება, აღმოჩნდეს.
„დღევანდელ დღეს სამ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს თუ ავიღებთ, ვხედავთ, რომ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც არ არის ჩართული არცერთ სამხედრო კონფლიქტში და 1979 წლის მერე რეალურად, არც ყოფილა. მისი ორიენტირება თავიდან ბოლომდე არის ეკონომიკის, ვაჭრობის განვითარებაზე და დაკავშირებაზე მაგალითად, ჩინეთის ე.წ. დიდი ინდუსტრიული ძალისა დასავლეთთან. ეს იქნება არა მხოლოდ ევრაზიის კონტინენტზე, ჩვენ ამას ვხედავდით ე.წ. ქამრისა და გზის ინიციატივაზე აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ.“, – განაცხადა რევაზ კარანაძე-თელიამ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ასეთი დონის ვიზიტის შეფასება არ მომხდარა ჩვენი პოლიტიკური ელიტების მიერ.
„მე არ ვამბობ მხოლოდ მთავრობას, ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენი ოპოზიციის, ძირითადი ოპოზიციის ნაწილი, რომლის დიდი ნაწილის აკრძალვასაც მე ვემხრობი, არასოდეს არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეუძლია, შინაარსობრივად დაუპირისპირდეს მაგალითად, მთავრობას. აქ არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, არ უნდა იყოს მუდმივად აპელირება იმაზე, დასავლეთი დასავლეთი, დასავლეთი, ვერ შევდივართ ამ დასავლეთში ჯერჯერობით და ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, მაგრამ თუ ისინი მართლა ზრუნავენ ხალხზე, შეუძლიათ, სახელმწიფოს ასეთი ალტერნატივა დაინახონ“, – განაცხადა რევაზ კარანაძე-თელიამ.

10.11.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – საქართველოს როლი და ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში #LIVE
როგორც პოლიტეკონომისტმა აღნიშნა, ჩვენ არ შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ გამტარი სახელმწიფო.
„ჩვენი დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა არის, რასაც ვეთანხმები, მაქსიმალურად ინვესტიციების დივერსიფიცირება, რომ არ ვიყოთ მხოლოდ ერთ, ან ორ სახელმწიფოზე, თუ ორგანიზაციაზე დამოკიდებული. რაც უფრო მრავალმხრივ იქნება დივერსიფიცირებული ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენი სუვერენულობის ხარისხიც და მონოპოლიაც ნაკლები იქნება ჩვენზე ზეწოლის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების ეკონომიკის განვითარება რისი მომტანია? მხოლოდ გამტარები თუ ვიქნებით, სასტუმროებით ჩვენ ვერ შევქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ვერ შევინარჩუნებთ სამუშაო კადრებს, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი ამ ქვეყნიდან მიდის სოციო-ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე და ამის ალტერნატივაზე საჭიროა დისკუსია. აი, შესაძლებლობა გაიხსნა ახლა ჩინეთთან და როგორ შეიძლება, ეს სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული რაღაც მომსახურების შესრულებაზე, ლოჯისტიკაზე, გადატანაზე, დისტრიბუციაზე, რომ დისტრიბუციასთან ერთად და მომსახურებასთან ერთად განვითარდეს ე.წ. რეალური ეკონომიკა, წარმოება. სასტუმროები, ბიტკოინების საბადოები და ქოლ-ცენტრები ეს არის არასტაბილური შენარჩუნება სამუშაო კადრის. დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი კიდევ დიდი გამოწვევა არა მარტო შობადობაა, არამედ ზრდასრული მშრომელი ადამიანების ქვეყნიდან მასიური გადინება. აი, ამაზე ვეტყოდი მთავრობას, რომ მე, როგორც ოპოზიციას, მაქვს ასეთი ხედვა და შენ რას გვთავაზობ? ამ განხილვის არარსებობა ჩვენს პოლიტიკურ გამოშიგნულობასაც აჩვენებს, ყველაფერთან ერთად და ოდესმე თუ დადგება ასეთი შინაარსიანი განხილვა, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა რევაზ კარანაძე-თელიამ.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელ დღეს სამ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს თუ ავიღებთ, ვხედავთ, რომ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც არ არის ჩართული არცერთ სამხედრო კონფლიქტში და 1979 წლის მერე რეალურად, არც ყოფილა. მისი ორიენტირება თავიდან ბოლომდე არის ეკონომიკის, ვაჭრობის განვითარებაზე და დაკავშირებაზე მაგალითად, ჩინეთის ე.წ. დიდი ინდუსტრიული ძალისა დასავლეთთან. ეს იქნება არა მხოლოდ ევრაზიის კონტინენტზე, ჩვენ ამას ვხედავდით ე.წ. ქამრისა და გზის ინიციატივაზე აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ.“
„მე არ ვამბობ მხოლოდ მთავრობას, ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენი ოპოზიციის, ძირითადი ოპოზიციის ნაწილი, რომლის დიდი ნაწილის აკრძალვასაც მე ვემხრობი, არასოდეს არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეუძლია, შინაარსობრივად დაუპირისპირდეს მაგალითად, მთავრობას. აქ არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, არ უნდა იყოს მუდმივად აპელირება იმაზე, დასავლეთი დასავლეთი, დასავლეთი, ვერ შევდივართ ამ დასავლეთში ჯერჯერობით და ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, მაგრამ თუ ისინი მართლა ზრუნავენ ხალხზე, შეუძლიათ, სახელმწიფოს ასეთი ალტერნატივა დაინახონ“
„ჩვენი დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა არის, რასაც ვეთანხმები, მაქსიმალურად ინვესტიციების დივერსიფიცირება, რომ არ ვიყოთ მხოლოდ ერთ, ან ორ სახელმწიფოზე, თუ ორგანიზაციაზე დამოკიდებული. რაც უფრო მრავალმხრივ იქნება დივერსიფიცირებული ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენი სუვერენულობის ხარისხიც და მონოპოლიაც ნაკლები იქნება ჩვენზე ზეწოლის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების ეკონომიკის განვითარება რისი მომტანია? მხოლოდ გამტარები თუ ვიქნებით, სასტუმროებით ჩვენ ვერ შევქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ვერ შევინარჩუნებთ სამუშაო კადრებს, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი ამ ქვეყნიდან მიდის სოციო-ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე და ამის ალტერნატივაზე საჭიროა დისკუსია. აი, შესაძლებლობა გაიხსნა ახლა ჩინეთთან და როგორ შეიძლება, ეს სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული რაღაც მომსახურების შესრულებაზე, ლოჯისტიკაზე, გადატანაზე, დისტრიბუციაზე, რომ დისტრიბუციასთან ერთად და მომსახურებასთან ერთად განვითარდეს ე.წ. რეალური ეკონომიკა, წარმოება. სასტუმროები, ბიტკოინების საბადოები და ქოლ-ცენტრები ეს არის არასტაბილური შენარჩუნება სამუშაო კადრის. დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი კიდევ დიდი გამოწვევა არა მარტო შობადობაა, არამედ ზრდასრული მშრომელი ადამიანების ქვეყნიდან მასიური გადინება. აი, ამაზე ვეტყოდი მთავრობას, რომ მე, როგორც ოპოზიციას, მაქვს ასეთი ხედვა და შენ რას გვთავაზობ? ამ განხილვის არარსებობა ჩვენს პოლიტიკურ გამოშიგნულობასაც აჩვენებს, ყველაფერთან ერთად და ოდესმე თუ დადგება ასეთი შინაარსიანი განხილვა, ძალიან კარგი იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…