ედიშერ გვენეტაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: „ბუნებრივია, ყველაფერს, რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც აქვს. ჩვენ კარგა ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ომიც დასასრულისკენ მიდის, თუმცა ნელი ნაბიჯებით, რადგან ამ ომის აქტორები, სამწუხაროდ, მისი დასრულებით ჯერჯერობით არ არიან დაინტერესებულები“
ისტორიკოს ედიშერ გვენეტაძის მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომის აქტორები მისი დასრულებით ჯერ დაინტერესებულები არ არიან. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „გარე ძალების მიერ არის დაკვეთილი“ და ომის დაწყების თაობაზე „მტყუან-მართალის ძებნას აზრი არ აქვს“.

„ბუნებრივია, ყველაფერს, რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც აქვს. ჩვენ კარგა ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ომიც დასასრულისკენ მიდის, თუმცა ნელი ნაბიჯებით, რადგან ამ ომის აქტორები, სამწუხაროდ, მისი დასრულებით ჯერჯერობით არ არიან დაინტერესებულები“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ რუსეთ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც გადაწყვიტა, არ გამოყენებულიყო და არ ჩაბმულიყო ამ ომში. იგივეს ვიტყვი უკრაინაზეც – უკრაინის არაუკრაინულმა ხელისუფლებამ, რომელიც სულით არაუკრაინელებით არის დაკომპლექტებული, ეს ვერ განსაზღვრა, რადგან, როგორც ჩანს, უკრაინისთვის ეს ხელისუფლება გარე ძალების მიერ არის დაკვეთილი. თორემ „მინსკი-1“-ის და „მინსკი-2“-ის შემდეგ, იმ პროცესების შემდეგ, რაც 2014 წლიდან განვითარდა უკრაინაში, როგორ შეიძლება ვინმე ჭკუათმყოფელს ეფიქრა, რომ უკრაინა ამ ომში უნდა ჩაბმულიყო?
იცით, როგორი ბრიყვული კითხვები მოდის? – „რუსმა დაიწყო ეს ომი, უკრაინამ დაიწყო თუ ა.შ.?“. ისე, მახსოვს მე, მსგავსი კითხვები ისმოდა საქართველოშიც 1991 წლის 22 დეკემბერს ტყვია რომ გავარდა – ვინ ისროლა პირველი, ზვიად გამსახურდიამ თუ ოპოზიციის მომხრეებმა? ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს: ტყვია გავარდა და ამ ტყვიის გავარდნის შედეგად უკრაინა ჩავარდა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლაა. ასევე იყო საქართველოშიც – ტყვია გავარდა და საქართველო ჩავარდა იმ დღეში, რაშიც ჩავარდა, ამიტომ აქ მტყუან-მართალის ძებნას აზრი არ აქვს. უბრალოდ, საზოგადოებას შევახსენებ – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. რატომ? პუტინი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სისხლის სამართლის დამნაშავე იმ ქვეყანამ, რომლის ეგიდითაც იგი გამოცხადდა ასეთად, დრო გავიდა და იგი წითელ ხალიჩაზე მიიღო, ახლა მას ჩინეთშიც მიიღებენ და ა.შ. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსი რომელ ტერიტორიაზეც შესულა, ძალიან ძნელია, იქიდან ვინმემ გამოაგდოს“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ბუნებრივია, ყველაფერს, რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც აქვს. ჩვენ კარგა ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ომიც დასასრულისკენ მიდის, თუმცა ნელი ნაბიჯებით, რადგან ამ ომის აქტორები, სამწუხაროდ, მისი დასრულებით ჯერჯერობით არ არიან დაინტერესებულები“
„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც გადაწყვიტა, არ გამოყენებულიყო და არ ჩაბმულიყო ამ ომში. იგივეს ვიტყვი უკრაინაზეც – უკრაინის არაუკრაინულმა ხელისუფლებამ, რომელიც სულით არაუკრაინელებით არის დაკომპლექტებული, ეს ვერ განსაზღვრა, რადგან, როგორც ჩანს, უკრაინისთვის ეს ხელისუფლება გარე ძალების მიერ არის დაკვეთილი. თორემ „მინსკი-1“-ის და „მინსკი-2“-ის შემდეგ, იმ პროცესების შემდეგ, რაც 2014 წლიდან განვითარდა უკრაინაში, როგორ შეიძლება ვინმე ჭკუათმყოფელს ეფიქრა, რომ უკრაინა ამ ომში უნდა ჩაბმულიყო? იცით, როგორი ბრიყვული კითხვები მოდის? – „რუსმა დაიწყო ეს ომი, უკრაინამ დაიწყო თუ ა.შ.?“. ისე, მახსოვს მე, მსგავსი კითხვები ისმოდა საქართველოშიც 1991 წლის 22 დეკემბერს ტყვია რომ გავარდა – ვინ ისროლა პირველი, ზვიად გამსახურდიამ თუ ოპოზიციის მომხრეებმა? ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს: ტყვია გავარდა და ამ ტყვიის გავარდნის შედეგად უკრაინა ჩავარდა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლაა. ასევე იყო საქართველოშიც – ტყვია გავარდა და საქართველო ჩავარდა იმ დღეში, რაშიც ჩავარდა, ამიტომ აქ მტყუან-მართალის ძებნას აზრი არ აქვს. უბრალოდ, საზოგადოებას შევახსენებ – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. რატომ? პუტინი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სისხლის სამართლის დამნაშავე იმ ქვეყანამ, რომლის ეგიდითაც იგი გამოცხადდა ასეთად, დრო გავიდა და იგი წითელ ხალიჩაზე მიიღო, ახლა მას ჩინეთშიც მიიღებენ და ა.შ. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსი რომელ ტერიტორიაზეც შესულა, ძალიან ძნელია, იქიდან ვინმემ გამოაგდოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…