პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთში პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინურ მხარესთან პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ, რომელიც პოლიტიკურ და ახალგაზრდულ სფეროებს მოიცავს.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთში პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა
პირველი არხი

ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან, მა ჰუითან შეხვედრაზე აღვნიშნეთ კმაყოფილებით ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ-ჩინური ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე აყვანას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბრი შეეხო ორმხრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე სხვადასხვა სექტორულ თანამშრომლობაზე, ასევე იმ კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.

„ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აგრეთვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის“ კონცეფციის მიმართ არის ურყევი. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ქართულ და ჩინურ მხარეს აქვს ამ დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ასათვისებლად. გვქონდა საუბარი სავაჭრო ურთიერთობებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მოგეხსენებათ, წელს გაიზარდა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის და ამ მხრივ დამატებითი დამატებითი გეგმები დავსახეთ. გვქონდა საუბარი საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე საუბარი გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენს პოზიციებზე გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით. მივიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ჩინეთის საგარეო-პოლიტიკურ ხედვაზე, მათ სამშვიდობო პოლიტიკაზე, გვქონდა საუბარი გლობალური პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. ძალიან ბევრი თემა იყო, რომელიც შეხვედრაზე, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გამოვიდა. ჩვენ შევთანხმდით პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე. ეს იქნება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა საინტერესო სფერო – დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობით, დამთავრებული ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობით. მემორანდუმი იქნება პარტიებს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზებული ფორმა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ შევთანხმდით პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე. გაწერილია ყველა საინტერესო სფერო, პოლიტიკური თანამშრომლობიდან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობამდე
  2. POSTVსამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: „ჩვენ შევთანხმდით პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე. გაწერილია ყველა საინტერესო სფერო, პოლიტიკური თანამშრომლობიდან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობამდე“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები