პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

AXIOS: თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდება

თეთრი სახლი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლებას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდება. AXIOS-ის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შესაძლოა მოსკოვსა და კიევშიც გაემგზავრონ პუტინთან და ზელენსკისთან შესახვედრად.

AXIOS: თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდება
იმედინიუსი

თეთრი სახლი რუსეთსა და უკრაინას შორის აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აფასებს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამშაბათსა და ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრები პირველია თებერვლის შემდეგ, როდესაც მხარეები აშშ-ის მედიატორობით შეხვდებიან ერთმანეთს. მოლაპარაკებები ირანში ომის დაწყების გამო იყო შეჩერებული.

თეთრი სახლის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების განახლებაზე დაეთანხმებინათ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსული დიზელის გაყიდვაზე სანქციების მოხსნისა და მოსკოვისთვის მისაღები სხვა ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, პუტინი კომპრომისისთვის უფრო მეტად იქნება მზად.

„პუტინთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, ამ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

აბუ-დაბიში შეხვედრების შემდეგ უიტკოფი და კუშნერი შესაძლოა მოსკოვსა და კიევში გაემგზავრონ, რათა პირადად შეხვდნენ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, - აღნიშნა ამერიკელმა წარმომადგენელმა.

თუმცა მხარეების პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან შესაძლო ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით. უკრაინის ქალაქებზე რუსეთის გახშირებულმა თავდასხმებმა და პუტინის უარმა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებში რეალური პროგრესის მიღწევის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, - წერს სააგენტო.

აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უიტკოფი და კუშნერი რუს და უკრაინელ წარმომადგენლებთან ყოველდღიურად, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმე სატელეფონო საუბარს მართავდნენ, რათა მოახლოებული მოლაპარაკებებისთვის მომზადებულიყვნენ.

როგორც AXIOS-ი წერს, ორშაბათს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა პოზიტიური განწყობა გამოხატეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და უკრაინაში პუტინის ომის დასრულებისთვის მზადყოფნას სკეპტიკურად უყურებენ.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ შეთანხმებისთვის მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ და მხარეებს შორის არსებული სხვაობა შევამციროთ. მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება მარტივი არ ყოფილა და როგორც მედიატორები, იმედის მომცემ ნიშნებს ვხედავთ“, - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, უიტკოფსა და კუშნერს სურთ მოლაპარაკებები გამოიყენონ იმ გადაწყვეტილებების „გამოსაკვეთად“, რომელთა მიღებაც პუტინსა და ზელენსკის მოუწევთ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პუტინთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, ამ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“
„არსებობს შესაძლებლობა, რომ შეთანხმებისთვის მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ და მხარეებს შორის არსებული სხვაობა შევამციროთ. მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება მარტივი არ ყოფილა და როგორც მედიატორები, იმედის მომცემ ნიშნებს ვხედავთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, სტივ უიტკოფთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრას გამართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები