პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს სესიაზე უყრიან - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება, იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებიც

საქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. უმრავლესობის დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, შემთხვევით შერჩეული 5 უბნის გადათვლაც აზრს კარგავს.

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გრძელდება - დღეს დეპუტატები დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს სესიაზე უყრიან.

პროექტით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებიც.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო კოდექსის დახვეწას ემსახურება.

"დგინდება, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ასევე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა - ნაცვლად 26 დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მას 15 დღეში შეაჯამებს. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის შედგენას განახორციელებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი, კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის ამობეჭდვის შემდგომ წილისყრით გამოვლინდება მთვლელები, რომლებიც ახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურას, რის შემდეგაც დგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

ხსენებულიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყოველნაირ აზრს და აქტუალობას კარგავს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დამატებით არაუმეტეს 5 საარჩევნო უბნის გამოვლენა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარსებითი ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო გამარტივდება სხვადასხვა საარჩევნო პროცედურა - გიორგი ჩაკვეტაძე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები