პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ოცნების” დეპუტატი აცხადებს, რომ ფილმი გადაიღო ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობაზე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

“ოცნების” დეპუტატი აცხადებს, რომ ფილმი გადაიღო ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობაზე
ნეტგაზეთი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, კასპის ყოფილი მაჟორიტარი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ ფილმი გადაიღო საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ დოკუმენტური ფილმით გახდა, რომელიც მან 2016 წელს ქართულ-ამერიკული მეგობრობისა და ურთიერთობების შესახებ გადაიღო. ფილმში წარმოდგენილი იყო აშშ-ს ყოფილი ელჩების ინტერვიუები.

„ეს ფილმი იქნება პასუხი იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნების” კურსი პრორუსულია”, – აცხადებდა ირაკლი მეზურნიშვილი 2016 წელს.

გარდა ამისა, ირაკლი მეზურნიშვილს გადაღებული აქვს საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებსა და საიუბილეო თარიღებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმების ციკლი გერმანიასა და იაპონიაზეც.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები