პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ემხრობა რუს სამხედროებთან კავშირის არხის შექმნას

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუს სამხედროებთან პირდაპირი კავშირის არხის შექმნას ემხრობა, რათა სიტუაციის არასწორად შეფასების რისკი თავიდან იქნას აცილებული. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ლონდონის მცდელობაზე მოსკოვმა უარი თქვა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ემხრობა რუს სამხედროებთან კავშირის არხის შექმნას
რადიო თავისუფლება

სტრიტინგმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი არხია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა დამატებითი არხის არსებობა, განსაკუთრებით ორი ქვეყნის სამხედროების დონეზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თანახმად, ყოველთვის არსებობს სიტუაციის არასწორად შეფასების რისკი, ამიტომ პირდაპირი კავშირის არსებობა მნიშვნელოვანია.

ზოგადად, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის აღწერისას სტრინინგმა თქვა, რომ ამ წლის განმავლობაში იყო ბევრი მაგალითი იმისა, რასაც ჰიბრიდულ საფრთხეს უწოდებენ, პირადად მისთვის კი ეს არის ტერორიზმი სახელმწიფოს მხარდაჭერით

რუსეთმა უარი თქვა?

Financial Times-ი ანონიმ ბრიტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონი ცდილობდა რუსეთის სამხედრო ჩინოსნებთან არაფორმალური არხების შექმნას, თუმცა ამ წინადადებაზე უარი მიიღო.

2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს, ან გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს რუს კოლეგებთან არცერთხელ არ უსაუბრიათ.

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, თუმცა იშვიათად და ეს ვერ ჩაითვლება კავშირის სრულფასოვან არხად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოFinancial Times: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხების აღდგენის ინიციატივით გამოდის
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული საშუალო და შორი მოქმედების დრონები დიდ ბრიტანეთში დამზადდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები